ჩოგბურთი

9:58 | 14.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

თელავში კიდევ ერთი 10-ათასიანი ტურნირი დაიწყო

თელავში სტარტი აიღო მორიგმა 10-ათასიანმა ტურნირმა, რომელშიც ქართველთა სიმცირე ისევ არ შეინიშნება. საკვალიფიკაციო ბადე ლიზი მორგოშიამ უბრძოლველად დასძლია, ხოლო ბარბარა ერისთავი ამერიკელ მედისონ ბურგუნიონთან 1:6, 0:6 დამარცხდა.

ძირითად ბადეს პირველივე რაუნდში გამოეთიშნენ თამარ ჭალაგანიძე და თამარ სუმბაძე. პირველმა რუს ანასტასია ჩიკალკინასთან 2:6, 1:6 წააგო, მეორე კი მე-5 ნომრად განთესილ შვედ ბრენდა ნუკისთან დამარცხდა – 1:6, 3:6.

თავის მხრივ, მორგოშია პირველი რეიტინგის მქონე შვეიცარიელ ლისა საბინოს გაეჯიბრება, ანა შანიძე იტალიელ ჯორჯია ტესტას გაეჯიბრება, ხოლო ანა ახალკაცის მეტოქე მე-3 ნომრად მიჩნეული ებრაელი სარაი შტერენბახი იქნება.

0.114776