ფეხბურთი

19:35 | 13.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

კეიტამ “რომასთან” გაახანგრძლივა 

35 წლის მალელმა ნახევარმცველმა სეიდუ კეიტამ “რომასთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა, აღნიშნულ ინფორმაციას რომაული პრესა იუწყება.

შეგახსენებთ, რომ “რომამ” კეიტა 2014 წელს ერთი წლით დაიმატა, რაშიც ფეხბურთელმა მილიონი ევრო მიიღო.

კეიტას “ბარსელონაში”, “ვალენსიაში”, “სევილიაში”, “მარსელში” და “ლანსში” უთამაშია. სეიდუ 2000 წლიდან მალის ეროვნული ნაკრების წევრია, სადაც 102 მატჩი აქვს ჩატარებული და 25 გოლი გატანილი.

0.119486