ფეხბურთი

18:21 | 13.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოსთან” გამარჯვებისთვის “გაბალას” ფეხბურთელები 12000-12000 დოლარს მიიღებენ

უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოს” ბარიერის გადალახვისთვის აზერბაიჯანის “გაბალას” ყოველი ფეხბურთელი 12000-12000 დოლარს მიიღებს.

ინტერნეტპორტალი azerifootball.com-ი იუწყება, რომ “გაბალა” – “დინამოს” საპასუხო მატჩს აზერბაიჯანული კლუბის პრეზიდენტი ტალე გეიდაროვი ესწრებოდა, რომელიც გუნდის თავდადებით კმაყოფილი დარჩა.

მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის პრემიალური თანხის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შემთხვევაში გაბალელი ფეხბურთელები აზერბაიჯანული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში რეკორდულ ბონუსებს მიიღებენ.

თეგებიგაბალა
0.11673