ბელგიის საფეხბურთო იუპილერ ლიგაში (უმაღლესი ლიგა) მოასპარეზე “გენკმა” ამხანაგური მატჩი თანალიგელ “მეხელენთან” 1:2 წააგო.
“გენკის” სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი იმყოფებოდა, რომელიც 77-ე წუთზე ლუკა ზარანდიამ შეცვალა.
მოსამზადებელ პერიოდში ეს “გენკის” მიერ ჩატარებული მესამე ამხანაგური მატჩი იყო. პეტერ მასის გაწვრთნილებმა პირველ შეხვედრაში ლუქსემბურგის “უნა სტრასერს” 3:0 აჯობეს, ერთი გოლი ზარანდიას “გამომუშავებული” პენალტიდან ოქრიაშვილმა გაიტანა. 8 ივლისს კი, ბელგიის პირველლიგელ “გეელს” 4:1 მოუგეს.