ფეხბურთი

15:43 | 13.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მატება “კოლხეთში” და სპარინგი “მერცხალთან”

საქართველოს საფეხბურთო უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფოთის “კოლხეთმა” 19 წლის ნახევარმცველი გოჩა კვარაცხელია დაიმატა. ამის შესახებ ფოთელთა “ფეისბუქის” ვებგვერდი იუწყება.

19 წლის შუახაზელი 2013-2014 წლების სეზონში გორის “დილა 2”-ში გამოდიოდა, ხოლო გასულ სეზონში თბილისის “იბერია 2010”-ში თამაშობდა.

აქვე გვეტყვით, რომ “კოლხეთმა”ურეკში შეკრებაზე პირველი ლიგის ოზურგეთის “მერცხალი” 6:4 დაამარცხა.

ზაზა ინაშვილის გაწვრთნილებიდან გოლები კალაჯიშვილმა, ქირიამ, ჯიშკარიანმა (2), სიჭინავამ და ციკოლიამ გაიტანეს.

“მერცხალიდან” თავი ხინთიბიძემ, შარაშენიძემ, კუხალეიშვილმა და ბურჭულაძემ გამოიჩინეს.

0.111856