მიუნხენის “ბაიერნის” ჰოლანდიელი ნახევარცველი არიენ რობენი “ფრანს ფუტბოლთან” საუბარში ამბობს, რომ მას “ოქროს ბურთის” მოგების მცირე შანსი აქვს, რადგან მისი კონკურენტები კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი არიან.
რობენის თქმით, ეს ორი ფეხბურთელი ნამდვილი საფეხბურთო მონსტრები არიან.
“მეამაყება, რომ 23 კანდიდატს შორის მოვხვდი, თუმცა შანსი მცირე მაქვს. არ მიყვარს ვარაუდებით საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, რონალდუს და მესის ვერავინ შეეცილება გამარჯვებაში. ისინი ნამდვილი მონსტრები არიან და ფეხბურთელთა შორის ყველაზე მაღლა დგანან”, - განაცხადა რობენმა.
არიენ რობენი 2014 წლის “ოქროს ბურთის” 23 ნომინანტთა შორისაა დასახელებული.