ფეხბურთი

0:23 | 13.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალაშვილი “ტერეკში” ჩაირიცხა

22 წლის ქართველი მცველი თევდორე გრიგალაშვილი გროზნოს “ტერეკის” წევრი გახდა. ჩეჩნური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კონტრაქტი 1+3 წელი სისტემით გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ “სამტრედიას” ექს-მცველი “ტერეკთან” ერთად რამდენიმე შეკრებაზე იმყოფებოდა და საბოლოოდ, გროზნოელთა მთავარ მწვრთნელ რაშიდ რახიმოვს თავიც მოაწონა.

გრიგალაშვილის ახალი კლუბი რუსული პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩს 18 ივლისს, სტუმრად “როსტოვთან” ჩაატარებს.

0.119233