ევროპის სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 7 ივნისს, დილის 09:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში დაიწყო. ბილეთების გაყიდვა ნელი ტემპით მიმდინარეობდა, ამიტომაც 21:00 საათამდე ბილეთების სრულად გაყიდვა ვერ მოხერხდა.
გარკვეული პერიოდი სალაროებში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, 18 წუთის შემდეგ კი სფფ-ს დახმარებით ელექტრომიწოდება აღდგა.
გულშემატკივრებმა რამდეჯერმე სცადეს ხელოვნური ჯებირების მოშლა, თუმცა სამართალდამცავებმა ვითარება განმუხტეს. ასევე უნდა ითქვას, რომ ბილეთის შეძენის მსურველთაგან სამ პირს სამედიცინო დახმარებდა დასჭირდა.
წინასწარი ინფორმაციით სალაროები მუშაობას 7 ივნისის 21:00 საათზე შეწყვეტდნენ, თუმცა სფფ-სა და შსს-ს ერთობლივი გადაწყვეტილების შემდეგ სალაროების მუშაობა ბილეთების ამოწურვამდე გაგრძელდა.
ამდროისთვის დაახლოებით 7 500 ბილეთი რჩები გასაყიდი.
სფფ-ს ოფიციალური განცხადების მიხედვით პირები, რომლებიც ბილეთებს შემდგომი გაყიდვის მიზნით იძენენ, მათ წინააღმდეგ აქტიურად მუშაობენ შსს-სა და მერიის მობილური ჯგუფები. ამგვარი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დამნაშავენნი კანონის შესაბამისად დაისჯებიან.