ფეხბურთი

19:52 | 12.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოროზიას საშინაო ფრე

ნორვეგიის ჩემპიონატის მე-16 ტურში “სტაბეკმა” შინ “სარპსბორგთან” ფრედ ითამაშა (0:0). მასპინძელთა შემადგენლობაში გიორგი გოროზიას მთელი სათამაშო დრო დაეთმო. ნორვეგიის 16 გუნდიან ჩემპიონატს “რუსენბორგი” 33 ქულით ლიდერობს, “სტაბეკი” კი 31 ქულით მეორე ადგილზეა.

რუსეთის პირველი დივიზიონის პირველ ტურში “ზენიტი 2” შინ “არმავირს” დაუზავდა (0:0). სტუმართა შემადგენლობაში ლევან ჯღარკავამ და დავით ხურციძემ სრულად ითამაშეს, სასტარტო შემადგენლობაში მოთამაშე ირაკლი გეფერიძე კი 68-ე წუთზე შეცვალეს. 37-ე წუთზე “არმავირის” შემადგენლობაში ირაკლი ჭეჟია გამოჩნდა. 58-ე წუთზე მსაჯმა ლევან ჯღარკავა გააფრთხილა. “არმავირის” განაცხადში მოხვდა გორის “დილას” ყოფილი ფეხბურთელი ნიკა ფილიევი, თუმცა არ უთამაშია. რუსეთის პირველი დივიზიონის 20 გუნდიან ჩემპიონატში პირველი ტურის შემდეგ “არმავირი” 1 ქულით მე-12 ადგილზეა.

0.13242