კალათბურთი

19:30 | 12.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

უილიამსი “დალასში” გადავა

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსის” 31 წლის გამთამაშებლის, ამერიკელი დერონ უილიამსის გადაბირებას გეგმავს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კალათბურთელი და ტეხასური კლუბი უკვე ყველაფერზე შეთანხმებულნი არიან. დერონი “დალასთან” 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რაშიც კალათბურთელი 10 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით ხელშეკრულება კლუბსა და კალათბურთელს შორის უახლოეს დღეებში გაფორმდება.

უილიამსი განვლილ სეზონში საშუალოდ ერთ მატჩში 13 ქულას, 3.5 მოხსნას და 6.6 პასს აგროვებდა.

0.126414