ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ ბურსაში გამართული 50-ათასიანი ტურნირის წყვილთა შეჯიბრის ფინალში ითამაშა, თუმცა, ტიტული ვერ მოიპოვა.
მე-3 ნომრად განთესილი შაფათავა და უკრაინელი ანასტასია ვასილიევა რუს მარინა მელნიკოვასთან და ესპანელ ლაურა პოუს-ტიოსთან 4:6, 4:6 დამარცხდნენ.
ერთეულთა ტურნირის ნახევარფინალში სოფო ლატვიელ ანასტასია სევასტოვას ვერ გაუმკლავდა – 2:6, 0:6.