მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა დაწყებულია. ამ ეტაპისთვის გაიყიდა 2500 ბილეთამდე. აქვე ცნობილი ხდება, რომ პირველი კატეგორიის ბილეთი უკვე აღარ დარჩა, დარჩენილია მხოლოდ მეორე და მესამე კატეგორიის ბილეთები.
ვაკის პარკში შეკრებილი საზოგადოება სიების შედგენას აპროტესტებენ. გულშემატკივრებმა რამდენჯერმე სცადეს ხელოვნური ჯებირების მოშლა, თუმცა სამართალდამცავებმა სიტუაცია განმუხტეს.
ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო სასწრაფო დახმარების მანქანები. რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა და ექიმების ჩარევა გახდა საჭირო.
ბილეთების გაყიდვის პროცესი მშვიდობიანად მიმდინარეობს,თუმცა ფედერაციის ხელმძღვანელები რეალიზაციის პროცესის ტემპით უკმაყოფილონი არიან. დიდი ალბათობით, ბილეთების გაყიდვა დღეს ბოლომდე ვერ მოხერხდება.