თამაშგარე

11:23 | 12.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქალი, რომელიც ბედსა და წლებს არ ეპუება

მის მკერდზე ლეგენდები დადის. იძახიან, პატრონს კი არ აბია მკერდი, პირიქით – მკერდს აბია პატრონიო. ამ ქალის ეპატაჟურობამ კი ცხრა მთა, ცხრა ზღვა, მრავალი მამაკაცის გული გადაიარა და იტალიის საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” მიადგა. სწორედ ნეაპოლიტანური გუნდია ამ ქალის ცხოვრების აზრი და მუღამი.

ალბათ ფოტოებიდანაც მიხვდით, რომ საუბარი გვაქვს იტალიური “ნაპოლის” თილისმად სახელდებულ იტალიელ მოდელ მარიკა ფრუშოზე, რომელსაც ამ რამდენიმე დღის წინ სამოდელო სააგენტომ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა, აქაოდა, ნამეტანი მობერდი და შენს მკერდსაც ისეთი მწყაზარი თახთახი აღარ გაუდის, როგორც ადრეო.

მარიკა ფრუშო სააგენტოსთან კონტრაქტის გაწყვეტამ რასაკვირველია შეაშფოთა და დაანაღვლიანა, მაგრამ იმედს არ კარგავს და იცხადებს, რომ იგი მინიმუმ ათი წლის მანძილზე კიდევ აპირებს თავისი საქმიანობის გაგრძელებას. იხტიბარგაუტეხელი ფრუშოს შემართება დასაფასებელია და იმედი ვიქონიოთ, რომ მისი ნავარდი და ძუძუთა აელვარება არასოდეს შეწყდება.

0.15964