ფეხბურთი

22:13 | 11.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანაიამ სეზონი გამარჯვებით დაიწყო

რუსეთის პირველი დივიზიონის 2015-16 წლების სეზონი დაიწყო. პირველ ტურში “ტომსკმა” შინ 4:1 დაამარცხა მოსკოვის “სპარტაკი 2”. გამარჯვებულთა სასტარტო თერთმეტეულში რუსეთის მოქალაქე ანზორ სანაია მოხვდა, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს. “ტომსკმა” სამი ქულა მოიპოვა და ბურთების უკეთესი შეფარდების გამო გალიდერდა.

“ლუჩ ენერგიამ” შინ 1:0 დაამარცხა “სკა ენერგია”, რომლის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა რუსეთის მოქალაქე ლაშა იმედაშვილი და 52-ე წუთზე შეცვალეს. ახლად დაწყებულ რუსეთის 20 გუნდიან პირველ დივიზიონში “სკა ენერგია” 0 ქულით მე-15 ადგილზეა.

“ბალტიკამ” სტუმრად 1:0 დაამარცხა იაროსლავის “შინიკი”, რომლის სასტარტო შემადგენლობაში ედუარდ ბულიამ ითამაშა. ბულია 83-ე წუთზე ვალერი ცხოვრებოვმა შეცვალა. “შინიკი” 0 ქულით მე-16 ადგილზეა.

0.118522