ფეხბურთი

20:05 | 11.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერის” მთავარ მწვრთნელად რანიერი მოიაზრება

როგორც Sky sports იუწყება “ლესტერის” მთავარი მწვრთნელი შესაძლოა კლაუდიო რანიერი გახდეს. ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია.

63 წლის გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი უმუშევარია. ბოლოს რანიერი საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, თუმცა 2014 წელს წარუმატებელი მუშაობის გამო გაათავისუფლეს.

რანიერის დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერა 1986 წელს იტალიურ “ლამეციაში” დაიწყო, შემდეგომ კი “კალიარის”, “ნაპოლის”, “ფიორენტინას”, მადრიდის “ატლეტიკოს”, “ვალენსიას”, “ჩელსის”, “პარმას”, “იუვენტუსს”, “რომასა” და “ინტერს” წვრთნიდა.

0.112273