ელგუჯა გრიგალაშვილი კვიპროსზე დარჩა და კარიერას პირველ დივიზიონში (უმაღლესი ლიგა) წელს დაბრუნებულ საფეხბურთო კლუბ “პაფოსში” გააგრძელებს.
ინტერნეტპორტალ shootandgoal.com-ის ინფორმაციით, “პაფოსმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად კლუბი 25 წლის ქართველ ნახევარმცველს შეუთანხმდა. გრიგალაშვილი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგება.
გასულ სეზონში, ის “ოთელოსში” გამოდიოდა, სადაც ჩატარებულ 26 მატჩში 3 გოლი გაიტანა. გრიგალაშვილს “პაფოსში” მეკარე როინ კვასხვაძე და ნახევარმცველი ლევან ხმალაძე დახვდებიან, რომლებთან ერთად “ოთელოსში” გამოდიოდა. მათ გარდა, “პაფოსს” მარცხენა მცველი გია გრიგალავაც დაემატა.