“ნიუკასლ იუნაიტედის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე პსვ-ს ყოფილი შემტევი ნახევარმცველი ჟორჟინიო ვეინალდუმი მომდევნო 5 სეზონის განმავლობაში “კაჭკაჭების” ღირსებას დაიცავს.
ინგლისური მედიის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ჰოლანდიურმა გრანდმა 14.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო.
გასულ სეზონში ვეინალდუმმა 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 18 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი პსვ-სთან ერთად ერედივიზიონის ჩემპიონი გახდა, ხოლო თავად ჟორჟინიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.