ფეხბურთი

15:38 | 11.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზვიად სიჭინავა: “სიების შექმნა არასწორია”

ვაკის პარკში დღეს დილიდან უკვე რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი, მიზანი კი ერთია: ყველას უეფას სუპერთასის ბილეთის შეძენის სურვილი აქვს. შეკრებილმა საზოგადოებამ უკვე შექმნა ბილეთების მყიდველთა სია და ადამიანებს შეუძლიათ აღნიშნულ სიაში ჩაეწერონ და რიგი დაიკავონ.

როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ “რუსთავი 2-ს” განუცხადა, ღამით იგი ვაკის პარკში გულშემატკივრებს შეხვდა და განუმარტა, რომ სიების შექმნა არასწორია. სიჭინავამ აგრეთვე აღნიშნა, რომ კვირა დღე უქმეა და ბილეთების შესაძენად სპეციალურად დაინიშნა, რათა ყველა თანაბარ მდგომარეობაში იყოს.

ზვიად სიჭინავა: 5 დღის უკან გავაკეთეთ განცხადება, სადაც ვთქვით, რომ იქნება ცოცხალი რიგი. არანაირ სიებზე ლაპარაკი ჩვენ არავისთან გვქონია. გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ხალხი მოვა და ჩადგება ცოცხალ რიგში. ბილეთები გაიყიდება ხვალ დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე. დამონტაჟდება მონიტორი, თუ დარჩება 2 ათასი ბილეთი, მაშინ ჩვენ ამას გავყიდით ხვალ, თუ დარჩება მეტი ბილეთი, დარჩენილ რაოდენობას შემდეგ კვირას გავყიდით.”

უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 12 ივლისს დილის 9 საათზე დაიწყება. ერთ ადამიანს სალაროში მხოლოდ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია.

0.123086