ჰოლანდიაში შეკრებაზე მყოფმა “დნიპრომ”, სადაც ჯაბა კანკავა გამოდის, ამხანაგური მატჩი ბერძნულ პაოკ-თან ჩაატარა და 1:4 დამარცხდა.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. დნეპროპეტროვსკელებში მეორე ტაიმი უკრაინაში დაბადებულ-გაზრდილმა ევგენი ბოხაშვილმა ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებმა შარშანაც ისპარინგეს და “დნიპრომ” 1:0 გაიმარჯვა.