ფეხბურთი

13:50 | 11.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ასამოა გიანი ერიქსონის გუნდში ითამაშებს

განის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “ალ-აინის” ყოფილი თავდამსხმელი ასამოა გიანი კარიერას ჩინურ კლუბ “შანხაი ისტ ეიჟას” შემადგენლობაში გააგრძელებს. აფრიკელი ფორვარდი უკვე ჩინეთშია და ახალ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ინგლისური მედიის მტკიცებით, გიანის ანაზღაურება ჩინურ გუნდში 250 000 დოლარი იქნება. “შანხაის” ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი სვენ გორან ერიქსონი წვრთნის.

0.13909