ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდის “ბრენტფორდის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსის” აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა ჯოშ მაკიჩრენმა აკაკი გოგიას გუნდთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი გადაიხადა ქვედალიგელმა ფეხბურთელის სანაცვლოდ.
ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა გასული სეზონი ვაკო ყაზაიშვილის და გურამ კაშიას “ვიტესში” იჯარის წესით გაატარა. ინგლისელმა არნემულ გუნდში 21 მატჩი ჩაატარა და თავი სამი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.