“მონაკოს” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი იენიკ ფერეირა კარასკო კარიერას მადრიდის “ატლეტიკოში” განაგრძობს. აღნიშნული ტრანსფერი “როხიბლანოს” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
დიეგო სიმეონე ახალგაზრდა ბელგიელს არდა თურანის შემცვლელად მიიჩნევს, რომელიც რამდენიმე დღის წინ “ბარსელონაში” გადავიდა. 21 წლის ვინგერმა ახალ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. არაოფიციალური ცნობის მიხედვით, გარიგება 14 მილიონ ფუნტად შედგა.
კარასკო “მონაკოს” ძირითად გუნდში 2012 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ კლუბის მაისური 105-ჯერ მოირგო და 20 გოლი გაიტანა.