ფეხბურთი

2:16 | 11.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო” აქტიურობას განაგრძობს

რამდენიმე დღის წინ სტატია შემოგთავაზეთ, რომელიც “მონაკოს” სატრანსფერო საქმიანობას ეძღვნებოდა. ლიგა 1-ის წარმომადგენელი აქტიურობას განაგრძობს და კლუბში გასული 24 საათის განმალობაში რამდენიმე ცვლილება მოხდა.

“თავადებმა” ლისაბონის “ბენფიკას” საკუთრებაში მყოფი ივან კავალეირო გაიფორმეს, რომელიც გასულ სეზონში “დეპორტივოში” თამაშობდა იჯარით. ივანი ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო და ტურნირი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა. 21 წლის ვინგერი “ლუი მეორეზე” 2020 წლამდე ითამაშებს. არაოფიციალური ცნობის თანახმად, “ბენფიკამ” ფეხბურთელის სანაცვლოდ 10.5 მილიონი ფუნტი მიიღო.

“მონაკოს” რიგები შეავსო კიდევ ერთმა “ბენფიკას” მოთამაშემ ელდერ კოშტამ, რომელიც “თავადების” რიგებში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. ის ამპლუით მარცხენა ნახევარმცველია.

“ლუი მეორეს” ბინადრებმა “ლილიდან” დაიმატეს 20 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ადამა ტრაორე და ხუთწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს. როგორც ფრანგული გამოცემები იტყობინებიან, ტრანსფერის ღირებულება 14 მილიონი ევროა.

კლუბი დატოვეს: იენიკ ფერეირა კარასკომ და მუნირ ობადიმ. პირველი 14 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ მადრიდის “ატლეტიკოს” შეუერთდა, ხოლო მეორე “ლილს” დაემატა თავისუფალი აგენტის სტატუსით.

თეგები“მონაკო\"
0.152554