ფეხბურთი

20:17 | 10.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

"იუვემ" ოგბონა გაასხვისა

იტალიის ჩეპიონ ტურინის "იუვენტუსის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ანჯელო ოგბონა კარიერას ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ ლონდონის "ვესტ ჰემში" გააგრძელებს. ამის შესახებ "ჩაქუჩების" ვებგვერდი იუწყება. ტურინულმა გრანდმა წლის მცველის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო მიიღო.

ოგბონა "იუვენტუსში" 2013 წელს თანაქალაქელი "ტორინოდან" გადავიდა, თუმცა "ბებერი ქალბატონის" ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა. ოგბონა გასულ სეზონში მოედანზე 30-ჯერ გავიდა.

0.110035