კალათბურთი

16:36 | 10.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გარნეტი “მინესოტაში” კიდევ ორი წელი დარჩება

39 წლის მძიმე ფორვარდმა კევინ გარნეტმა “მინესოტა ტიმბერვულვზთან” 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გარნეტი ახალი ხელშეკრულების მიხედვით 16 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ გარნეტმა კარიერა 1995 წელს სწორედ “მინესოტაში” დაიწყო, სადაც 2007 წლამდე ითამაშა, შემდეგ ის “ბოსტონის”, “ბრუკლინისა” და 2015 წლიდან კვლავ “მინესოტას იცავს.

0.116308