“ლივერპულს” მომდევნო სეზონიდან ახალი კაპიტანი ეყოლება. გუნდს 25 წლის ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი უკაპიტნებს. აღნიშნულ ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს. “ლივერპულის” კაპიტნის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კლუბი სტივენ ჯერარდმა დატოვა.
წყაროს ცნობით, “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელს ბრენდან როჯერსს ასევე ჯეიმს მილნერის ვარიანტიც ჰქონდა, მაგრამ როჯერსმა საბოლოოდ არჩევანი ჰენდერსონზე შეაჩერა.
ჯორდან ჰენდერსონი 2011 წელს “მერსისაიდულთა” რიგებში “სანდერლენდიდან” 18 მილიონ ფუნტად გადავიდა და მას შემდგომ "წითლების" მაისურით 188 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 22 გოლი გაიტანა.