ფეხბურთი

13:20 | 10.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩს გერმანიაში მხოლოდ "ბაიერნი" იზიდავს

პსჟ-ს 33 წლის შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გერმანიაში კარიერის გაგრძელებაზე ისაუბრა.

“თუ ბუნდესლიგაში წავალ, მაშინ “ბაიერნში” გადავალ. ცხადია “რეკორდმაისტერი” მსოფლიოს საუკეთესო 5 გუნდში შედის. რა თქმა უნდა, ბუნდესლიგა მომწონს და ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია. ერთ დღეს შეიძლება ეს მოხდეს კიდეც”, – ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს გერმანული გამოცემა “ბილდი".

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, იბრაჰიმოვიჩის შეძენა “რეალსა” და “მილანს” სურს. თავად ფეხბურთელმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.

0.115521