ფეხბურთი

11:51 | 10.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბეგოვიჩს “ჩელსიში” ელიან

Guardian-ის ინფორმაციით, ბოსნიის ეროვნული ნაკრების და “სტოკ სიტის” მეკარე ასმირ ბეგოვიჩი კარიერას ლონდონის “ჩელსის” რიგებში გააგრძელებს. “არისტოკრატები” გოლკიპერის შესაძენად 8 მილიონ გირვანქას გაიღებენ. 28 წლის ფეხბურთელი ტიბო კურტუას შემცვლელი იქნება.

აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ ჰოლანდიელ ნახევარმცველ მარკო ვან გინკელს ლონდონური კლუბი ტრანსფერში ჩართავს და “სტოკში” ერთწლიანი იჯარის წესით გაუშვებს.

გასულ სეზონში ბოსნიელმა მეკარემ ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, 47 გოლი გაუშვა, ხოლო 7 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა შეძლო.

0.117317