“სევილიას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ყოფილმა ნახევარმცველმა ევგენი კონოპლიანკამ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა კი 40 მილიონ ევროს შეადგენს.
ანდალუსიურმა კლუბმა კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა. ესპანელებმა “სტოკ სიტის” საფრანგეთისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე სტივენ ნზონზის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაუხადა, ფეხბურთელს კი კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე გაუფორმა.