თურქულ სტამბოლში ზედიზედ მე-2 10-ათასიანი ტურნირის მოსაგებად ბრძოლას განაგრძობს ალექსანდრე მეტრეველი. გასულ კვირას მან ტიტული არავის დაუთმო, ამჟამად კი, ნახევარფინალშია გასული.
მე-8 ნომრად განთესილმა მეტრეველმა მე-2 რეიტინგის მქონე ბელარუს დმიტრი ჟირმონტს 6:4, 6:0 სძლია და მომდევნო წრეში თურქ ჩემ ილკელს (მე-6) გაეჯიბრება.
ფინალის მე-2 საგზურისთვის ბოსნიელი ალდინ სეტკიჩი (1-ლი) და ბელარუსი ეგორ გერასიმოვი (მე-3) იბრძოლებენ.