ჭადრაკი

0:08 | 10.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტიტულისთვის 9 მოჭადრაკე იბრძვის

“ბათუმის მერიის თასის” ბოლო ტურის წინ უაღრესად საინტერესო ვითარებაა შექმნილი. 8 ტურის თავზე 5.5 ქულა ერთბაშად 9 მოჭადრაკეს გააჩნია, რომელთა შორის 2 ქართველიცაა: ლუკა პაიჭაძე (2566) და დავით ბენიძე (2465). დამატებითი მაჩვენებლებით, პირველს მე-3 ადგილი უკავია, ხოლო მეორეს – მე-6.

განვლილ ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა შავი ფიგურებით ყაიმები დააფიქსირეს. პაიჭაძე უკრაინელ ალექსანდერ ზუბოვს (2615) დაუზავდა, ბენიძე კი – სომეხ არმან მიკაელიანს (2436).

ხსენებულ მოჭადრაკეთა გარდა, ლიდერებში ჰოვიკ აირაპეტიანი (სომხეთი, 2444), ვუგარ რასულოვი (აზერბაიჯანი, 2504) არტავაზ აირაპეტიანი (სომხეთი, 2289), ოლექსანდრ ბორტნიკი (უკრაინა, 2550) და შაჰინ ლორპარიზანგენე (ირანი, 2427) იმყოფებიან.

ლიდერებს 0.5 ქულით 4 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი ჩამორჩება, რომელთაგან 3 ქართველია: შოთა აზალაძე (2488), გიგა ყუფარაძე (2484) და ნოე თუთისანი (2300).

დღეს დაგეგმილ დასკვნით ტურში საინტერესო შემდეგი პარტიები იქნება: ბენიძე-ზუბოვი, პაიჭაძე-ლორპარიზანგენე, ბორტნიკი-მიკაელიანი, რასულოვი-ჰ.აირაპეტიანი, ყუფარაძე-ა.აირაპეტიანი.

0.132245