ურუგვაის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დიეგო ფორლანი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას “პენიაროლში” გააგრძელებს.
ინტერნეტპორტალ mid-day.com-ის ინფორმაციით, 36 წლის ფეხბურთელმა კლუბთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ახალ გუნდში 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. თუმცა, მანამდე 4-ნომრიანი მაისურის აღება სურდა, რომლითაც “პენიაროლში” მამამისი გამოდიოდა.
განვლილ ორ სეზონში ფორლანი იაპონიის ჯეი-ლიგაში “სერეზო ოსაკაში” გამოდიოდა, სადაც საერთო ჯამში 49 მატჩში 19 გოლი გაიტანა.