კალათბურთი

13:08 | 9.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სკოლა “ტორონტოში” ითამაშებს

არგენტინელი კალათბურთელი ლუის სკოლა მომავალი სეზონიდან “ტორონტო რეპტორზის” ღირსებას დაიცავს. 35 წლის სკოლას და კანადურ კლუბს შორის კონტრაქტი ერთ წელსა და სამ მილიონ დოლარზეა გათვლილი. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფორვარდი წინა სეზონში “ინდიანა პეისერზში” ირიცხებოდა და საშუალოდ 9.4 ქულას და 6.5 მოხსნას აგროვებდა.

0.115083