2006 წლის 9 ივლისს, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა იტალიის და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის 109-ე წუთზე ზინედინ ზიდანსა და მარკო მატერაცის შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ ფრანგი მოედნიდან გააძევეს. იტალიელებმა პენალტების სერიაში 5:3 იმარჯვეს და ისტორიაში მეოთხედ (1934, 1938, 1982, 2006) მოიპოვეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის კარიერაში ეს ბოლო მატჩი იყო.