ფეხბურთი

12:08 | 9.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ დი მარია პსჟ-ში გადასვლაზე თანახმაა

არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ანხელ დი მარია პსჟ-ში გადასვლას დათანხმდა.

გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, 27 წლის სამხრეთამერიკელს “მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩენა არ სურს, ხოლო პარიზელები მის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან. გარდა ამისა, ისინი მანჩესტერელებს ნახევარმცველ გრიგორი ვან დერ ვილსაც დაუთმობენ.

დი მარია “მანჩესტერ იუნაიტედში” გასული სეზონის დასაწყისში მადრიდის “რეალიდან” გადავიდა და ინგლისური კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 მატჩში 4 გოლი გაიტანა, თან 12 შედეგიანი პასი გააკეთა.

0.12166