სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

1:05 | 9.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაიჭაძე და ბენიძე ლიდერთა შორის იმყოფებიან

გრძელდება საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “ბათუმის მერიის თასი”, რომელიც რამდენიმე დონედ მიმდინარეობს, ყველაზე საინტერესო კი, ცხადია, ელიტარული A ტურნირია.

7 ტურის თავზე 5.0-5.0 ქულით ერთბაშად 6 მოჭადრაკე დაწინაურდა, რომელთა შორის 2 ქართველია. დამატებითი მაჩვენებლებით, ლუკა პაიჭაძე (2566) მეორეა, ხოლო დავით ბენიძე (2465) – მე-5.

მათ გარდა, ლიდერებში არიან ჰოვიკ აირაპეტიანი (სომხეთი, 2444), ალექსანდერ ზუბოვი (უკრაინა, 2615), არმან მიკაელიანი (სომხეთი, 2436) და ოლექსანდრ ბორტნიკი (უკრაინა, 2550).

ტურნირზე მოთამაშე სხვა ქართველთაგან მეწინავეებთან ყველაზე ახლოს ლევან ფანცულაია (2610), გიგა ყუფარაძე (2484), შოთა აზალაძე (2488), ზურაბ ჯავახაძე (2415) და თამაზ მგელაძე (2337) იმყოფებიან. მათ აქტივში 4.5-4.5 ქულაა.

ბოლოსწინა მე-8 ტურში ცენტრალური ზუბოვ-პაიჭაძის, აირაპეტიან-ბორტნიკის და მიკაელიან-ბენიძის პარტიები იქნება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116659