ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა წარმატებულად თამაშობს თურქეთის ქალაქ ბურსაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 50 ათასი დოლარია.
შაფათავამ პირველ რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძელ აილა აკსუს 6:1, 6:3 სძლია და მერვედფინალში გააღწია, სადაც მე-5 რეიტინგის მქონე რუს მარინა მელნიკოვას ეთამაშება.
წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში შაფათავამ და უკრაინელმა ვასილიევამ, რომელთაც მე-3 განთესვა გააჩნიათ, რუმინელებს – ბარას და ბუზარნესკუს 7:6 (7:3), 0:6, 10:8 მოუგეს.
ფინალის საგზურისთვის, ქართველი და უკრაინელი ჩოგბურთელები ბოსნიელ ჰერძელასს და ხორვატ ლეკაის გაეჯიბრებიან. ამ უკანასკნელთ მე-2 ნომრად განთესილ თურქულ-ხორვატულ დუეტს (სოილუ-ვრლიჩი) 3:6, 6:4, 10:8 სძლიეს.