თურქულ “ანადოლუ ეფესს”, საქართველოს ნაკრების და მოსკოვის ცსკა-ს მსროლელის მანუჩარ მარკოიშვილის გადაბაირება სურს, აღნიშნულ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მარკოიშვილი ცსკ-ში 2014 წელს გადავიდა და გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მანუს რუსულ კლუბთან ხელშეკრულებით კიდევ ერთი წელი აკავშირებს.
მანუჩარს თურქეთში აქამდეც უთამაშია, მსროლელი 2013-14 წლების სეზონში “გალათასარაის” ღირსებას იცავდა.