როგორ ბრიტანული გამოცემა გუარდიან იუწყება, იტალიის ეროვნული ნაკრების და ტურინის “იუვენტუსის” მცველი ანჯელო ოგბონა კარიერას ლონდონის “ვესტ ჰემში” გააგრძელებს. იტალიელი მოთამაშე სამედიცინო შემოწმებას ახალ გუნდში შემდეგ კვირას გაივლის და 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
“იუვეს” მცველის დამატება ლივერპულის “ევერტონსაც” სურდა, თუმცა ოგბონამ ლონდონური გუნდი არჩია. “იუვენტუსი” ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონ გირვანქას მიიღებს.
გასულ სეზონში მცველმა ყველა ტურნირზე 30 მატჩი ჩაატარა და თავი ვერაფრით გამოიჩინა. ოგბონას სატრანსფერო ღირებულება 9 მილიონ ევროს შეადგენს.