სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

12:03 | 8.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

უიმბლდონის ნახევარფინალში უილიამსი შარაპოვას დაუპირისპირდება (+VIDEO)

უიმბლდონის ტურნირზე 7 ივლისს ქალთა შორის მეოთხედფინალური მატჩები გაიმარტა და უკვე ცნობილია ნახევარფინალური წყვილები.

გარბინე მუგურუზა ბლანკომ ტიმეა ბაჩინსკი ორ სეტში 7:5, 6:3 დაამარცხა და ნახევარფინალში გააღწია. რეიტინგში მე-20 ადგილზე მყოფი ესპანელი ჩოგბურთელი გასულ წელს უიმბლდონს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა, ახლა კი კარიერაში სერიოზული წინსვლა ელის.

აგნეშკა რადვანსკამ მძიმე ბრძოლაში მედისონ კიზი 7:6, 3:6, 6:3 დაამარცხა და ნახევარფინალში ზემოთხსენებულ მუგურუზას დაუპირისპირდება. პოლონელი წინა წელს უიმბლდონს მერვედფინალში გამოეთიშა. კიზისთან ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, რადვანსკა უდაო ლიდერია (4 – 0).

უიმბლდონის მიმდინარე გათამაშებაში პირველი სეტი წააგო მარია შარაპოვამ. ამერიკელ კოკო ვანდევეგესთან დაპირისპირების პირველი სეტი რუსმა 6:3 მოიგო, ხოლო მეორე სეტში ტაიბრეიკზე 6:7 დათმო. გადამწყვეტ სეტში კი ამერიკელმა საკუთარი მოწოდება სამჯერ დათმო და საბოლოოდ შარაპოვამ 6:2 იმარჯვა. რუსმა 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ვადევეგემ კი – 8.

ნახევარფინალში შარაპოვას მეტოქე სერენა უილიამსი იქნება. ამერიკელმა კიდევ ერთხელ გადაიტანა მძიმე ბრძოლა და 2 საათსა და 7 წუთში ვიქტორია აზარენკა 3:6, 6:2, 6:3 დაამარცხა. ამერიკელი წინა წელს უიმბლდონს მე-16-ფინალში გამოეთიშა. უილიამსმა ბელარუსი ჩოგბურთელი მეთვრამეტედ დაამარცხა, ხოლო აზარენკას სერენა 3-ჯერ ჰყავს დამარცხებული.

ნახევარფინალში უილიამსსა და შარაპოვას დაპირისპირებაში უდაო ლიდერად ამერიკელია შერაცხული. ურთიერთშეხვედრებში სერენას 17 მატჩი აქვს მოგებული, ხოლო მარიამ ორი შეხვედრა მოიგო, აქედან ერთი კი განსაკუთრებული გახლდათ – 2004 წელს რუსმა ამერიკელი უიმბლდონის ფინალში 6:1, 6:4 დაამარცხა. მუგურუზასა და რადვანსკას დაპირისპირებას დიდი ისტორია არ აქვს. ურთიერთშეხვედრებში თანაფარდობაა (2 – 2).

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.143638