თამაშგარე

11:00 | 8.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ირინა შეიკი წარსულს გაურბის

ამა ქვეყნად არსებობს არცთუ საამო დამთხვევები, როდესაც რაიმე იარლიყი ერთხელ მოგეწეპება და მერე რაც არ უნდა გააკეთო, ამ იარლიყს ვერასოდეს მოიშორებ. მაგალითად, რუსეთმა საქართველოს 200 წელია ისეთი ქვეყნის იარლიყი მაიწეპა, სადაც ხალხი მხოლოდ ღვინოს სვამს, ცეკვავს, მასხარაობს, გარმონს წელავს და რაც არ უნდა ვქნთ, რუსებს სწორედ ასეთები “ვუყვარვართ”.

რუს_თათარ მოდელ ირინა შეიკს კი იღბალმა იარლიყად მისი ყოფილი გულისსწორის, პორტუგალიელი მეგოლის, კრიშტიანუ რონალდუს სახელი მიატყეპა და ამას ახლა ირინა ისე ძალიან განიცდის, ქართველები რუსების მიერ მონიჭებულ აბსურდულ იარლიყს ასე რომ განვიცდიდეთ, აღარაფერი გვიჭირდა.

როგორც ერთ-ერთ ესპანურ ბულვარულ გამოცემასთან საუბარში ირინა შეიკი ამბობს, იგი სადაც არ უნდა წავიდეს და როგორ საზოგადოებაშიც არ უნდა აღმოჩნდეს, ყველგან ერთხელ მაინც უხსენებენ პორტუგალიელი ექსგულისწორის სახელს და მას ეს ძალიან აღიზიანებს. ალბათ მართლაც არაა სასიამოვნო, როდესაც გამუდმებით წარსულს გახსენებენ. განსაკუთრებით მაშინ, თუკი ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებ.

0.087853