ფეხბურთი

10:30 | 8.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსა” არდას განათხოვრებას უპირებს

კატალონიის “ბარსელონამ” გუნდის ახალწვეული არდა თურანი შესაძლოა იჯარით 2016 წლის იანვრამდე გაასხვისოს. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. თურქი ჟურნალისტების ვარაუდით, “ბარსა” სათამაშო პრაქტიკს მიღების მიზნით არდას სტამბულის “გალათარარაიში” 4 თვიანი იჯარის წესით გაშვებას უპირებს.

არდას კატალონური გრანდის რიგებში თამაში სწორედ იანვრამდე არ შეეძლება და ესპანელთა გადაწყვეტილებაც ამით იქნება განპირობებული.

თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი “გალათასარაიში” 2006-2011 წლებში უკვე თამაშობდა და შემდეგ გადაბარგდა მადრიდის “ატლეტიკოში”.

0.119292