ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი, რომელმაც გასულ კვირას სტამბოლის 10-ათასიანი შეჯიბრი მოიგო, იქვე რჩება და ანალოგიური საპრიზო ფონდის კიდევ ერთ ტურნირში ჩაერთო.
მეტრეველს მე-8 განთესვა გააჩნია და პირველ წრეში ავსტრალიელ დანიელ ჰობარტს 7:6 (7:3), 6:0 მოუგო, მერვედფინალში კი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – მატეო ტინელის (იტალია) ეთამაშება.