ჭადრაკი

0:56 | 8.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის მერიის თასის ლიდერებში პაიჭაძეც იმყოფება

შავიზღვისპირა ბათუმში სტარტი აიღო საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალმა “ბათუმის მერიის თასი”. ფესტივალი რამოდენიმე ტურნირისგან შედგება: მთავარი A ტურნირი, B ტურნირი, 8 წლამდე გოგონები და ბიჭები, 10 წლამდე გოგონები და ბიჭები, 12 წლამდე გოგონები და ბიჭები, ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად ტარდება და მასში 10 ქვეყნის 300-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. 6 ტურის შემდეგ მთავარ ტურნირს 4.5-4.5 ქულით ლუკა პაიჭაძე (საქართველო, 2566), ჰოვიკ აირაპეტიანი (სომხეთი, 2444), ალექსანდრ ზუბოვი (რუსეთი, 2615), არმან მიკაელიანი (სომხეთი, 2436) და ოლექსანდრ ბორტნიკი (უკრაინა, 2550) ლიდერობენ.

0.12338