კალათბურთი

23:12 | 7.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰეინსი იტალიის ჩემპიონში ითამაშებს

ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი კალათბურთელი მარკიზ ჰეინსი იტალიის ჩემპიონ “დინამო სასარის” რიგებში ჩაირიცხა.

28 წლის ამერიკელ გამთამაშებელს სერია ა-ში “მილანის” და “სიენას” ღირსება დაუცავს, გასულ სეზონში კი თელ-ავივის “მაკაბიში” თამაშობდა.

ევროლიგაში მარკიზის საშუალო მონაგარი 8.3 ქულა, 2.0 მოხსნა და 2.3 პასი იყო, ხოლო ისრაელის ჩემპიონატში საშუალოდ 4.6 ქულას, 1.5 მოხსნას და 1.2 პასს აგროვებდა.

შეგახსენებთ, რომ ჰეინსმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და გუნდს საშუალოდ 8.0 ქულით, 1.6 მოხსნით და 1.3 პასით ეხმარებოდა.

0.113918