“ტრაბზონის” მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს თბილისის “ლოკომოტივის” აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი დაეხმარება.
გიორგი დევდარიანს საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების გარდა თბილისის “თბილისში”, თბილისის “დინამოში”, გორის “დილასა” და თბილისი “ლოკომოტივში” უმუშავია.
კარიერის საწყის პერიოდში გიორგი დევდარიანი თბილისის “თბილისში” მუშაობდა, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელებით ლამაზ და ამავდროულად შედეგიან ფეხბურთს თამაშობდა.
დევდარიანმა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება თბილისის “თბილისში” მუშაობის პერიოდში მოიპოვა, როდესაც საკუთარ მოედანზე უეფას თასის ჯგუფური ეტაპის მონაწილე თბილისის “დინამო” 5:0 დაამარცხა.
გიორგი დევდარიანის გორის “დილა” ახლოს იყო ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრასთან, თუმცა ფლეი-ოფში ვენის “რაპიდთან” დამარცხდა.
საკლუბო კარიერის გარდა გიორგი დევდარიანი წარმატებით მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებში.