ფეხბურთი

18:46 | 7.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“საუთჰემპტონში” კუკო მარტინა ითამაშებს

როგორც “საუთჰემპტონის” ოფიციალური გვერდი იუწყება კუმანის გუნდში 25 წლის კუკო მარტინა ითამაშებს.

“მარტინა არის მხრავალმხრივი და გამოცდილი მცველი” – აღნიშნავს ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

“ტვენტეს” შემადგენლობაში კუკო მარტინას რონალდ კუმანის ძმა, ირვინ კუმანი წვრთნიდა. ტრანსფერი ამ ფაქტორმაც განაპირობა.

მარტინამ პროფესიული საფეხბურთო კარიერა “როზენდალის” შემადგენლობაში დაიწყო, შემდეგ “ვალვაიკისთვის” ითამაშა. გასული ორი სეზონი კი “ტვენტეში” გაატარა.

მცველი კურასაოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, რომელსაც მთავარი მწვრთნელის რანგში პატრიკ კლუივერტი ხელმძღვანელობს.

0.121944