ფეხბურთი

17:57 | 7.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გია გორგოძემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი გია გორგოძე თანამდებობიდან გადადგა.

აღნიშნული ცნობა 7 ივლისს სპორტულ ჟურნალისტთან ასოციაციის აღმასკომის სხდომაზე ოფიციალურად დადასტურდა.

როგორც სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ბიძინა ბარათაშვილმა “რუსთავი 2”-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნები სექტემბერში გაიმართება, 1 სექტემბრამდე კი პრეზიდენტობის მსურველ კანდიდატებს განცხადების შეტანის უფლება ექნებათ.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტობის სურვილი დაადასტურა ჟურნალისტმა ლაშა დვალიშვილმა. სხვა კანდიდატურებზე ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

0.113348