ფეხბურთი

15:08 | 7.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" ფალკე წარადგინა

იტალიის ვიცე-ჩემპიონმა "რომამ" 2015 წლის ზაფხულში პირველი ტრანსფერი განახორციელა. "მგლების" ღირსებას" ესპანელი ნახევარმცველი იაგო ფალკე დაიცავს, რომელიც აქამდე "ჯენოას" რიგებში თამაშობდა. 25 წლის ფეხბურთელი რომაულმა გუნდმა უკვე წარადგინა.

"ისეთი გუნდი, როგორიც "რომაა" მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ფიქრობდეს. მე აქ სწორედ ამიტომ მოვედი - გამარჯვებისთვის. "რომამ" რაც შეიძლება მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს. ორი წელია მეორე ადგილზეა, ახლა კი "იუვენტუსთან" გათანაბრებისა და გამარჯვების დროა." – განაცხადა ფალკემ.

იაგო ფალკე "ჯენოას" ერთი წლის წინ "რაიო ვალეკანოდან" შეუერთდა და გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. გასულ სეზონში სერია A-ში 32 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

0.108703