კოპა ამერიკის ფინალში "ალბისელესტეს" მარცხს არგენტინაში დიდი გამოეხმაურება მოჰყვა. ავტორიტეტული გამოცემა ole კი ეროვნული ნაკრების კაპიტან ლიონელ მესის კრიტიკას მისდგა და დაწერა, რომ იგი ნაკრების კაპიტნის სამკლავურს არ იმსახურებს.
"მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მას არ დაუმსახურებია არგენტინის ნაკრების კაპიტნის სამკლავურის ტარება. ბოდიშები საკმარისია, საკმარისია, ძალიან გთხოვთ! უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებენ ის გულშემატკივრები, რომლებიც ტელევიზორიდან უყურებდნენ ფინალს ან ფული დახარჯეს და ჩილეში წავიდნენ თამაშის სანახავად." - წერს ჟურნალისტი ლეო ფარინელა.
ლიონელ მესის, რომელსაც საკლუბო დონეზე ყველაფერი მოგებული აქვს, ჯერჯერობით ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგებას ვერ ახერხებს. მან "ალბისელესტეს" შემადგენლობაში უკვე სამი ფინალი წააგო.